ახალი ამბებიტექნოლოგიები

Google Lens-ს ხელნაწერის ციფრულ ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა

13 მაისი, 2020 • 12566
Google Lens-ს ხელნაწერის ციფრულ ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა

Google Lens-ს, ბოლო განახლებით,  ხელნაწერის ციფრულ ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა.

აღნიშნული ფუნქციისთვის აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომუშავე კამერის ასისტენტს იყენებს, რომელსაც  შეუძლია ხელნაწერი ტექსტის დაკოპირება და ჩანაწერებსა კომპიუტერში გადატანა. აპლიკაცია მუშაობს როგორც Android-ის, ასევე IOS-ის სისტემაზე მომუშავე სმარტფონებზე.

როგორც androidpit.com წერს, ამ ფუნქციის გამოყენებისთვის რამდენიმე ნაბიჯის გავლაა საჭირო. თავდაპირველად საჭიროა კომპიუტერში Google Crome-ის და მობილურ მოწყობილობაში Google Lens-ის აპლიკაციის ვერსიების განახლება.

აღნიშნულის შემდეგ, როგორც აპლიკაციაში, ასევე Chrome-ში, ერთი და იმავე ანგარიშით შესვლაა საჭირო, რის შემდეგაც მობილური მოწყობილობის კამერას ხელნაწერი უნდა “დაანახოთ” Google Lens-ში. ამის შემდეგ აპლიკაციაში “copy to computer” ღილაკს დააჭერთ და paste-ით Chrome-ში ხელნაწერის ციფრული ვერსია გადავა.

აღნიშული ფუნქცია ლათინური ანბანით შესრულებულ ხელნაწერებზე მუშაობს და ხელნაწერი სუფთად და გარკვევით უნდა იყოს შესრულებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი