ახალი ამბები

უტიაშვილი ამბობს, რომ “მუხროვანის ვიდეოზე” თავდაპირველად არასწორი შთაბეჭდილება შეექმნა

30 იანვარი, 2014 • • 976
უტიაშვილი ამბობს, რომ “მუხროვანის ვიდეოზე” თავდაპირველად არასწორი შთაბეჭდილება შეექმნა

 

“ამ ვიდეოსთან დაკავშირებით მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, მან მოგვახსენა თავისი ვერსია ამ მოვლენების შესახებ. ჩვენ არ მოგვისმენია ხელისუფლების ვერსია. ხელისუფლებას თუ უნდა გამოძიების დაწყება, მას ამის უფლება აქვს, თუმცა სასურველია ეს გამოძიება ჩატარდეს უფრო კომპეტენტურის მიერ, ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურატურაა”.

 

რაც შეეხება, ГРУ–ს თანამშრომლებს, რომელზეც ვანო მერაბიშვილმა ისაუბრა და რომელთა შესახებაც ადვოკატ ემზარ პაქსაძის ინფორმაციით, საქმის მასალებში არაფერია ნათქვამი, უტიაშვილი აცხადებს, რომ ის ფაქტი არ დადასტურდა, გვამები არ იქნა ნაპოვნი, ამიტომ სასამართლო მასალებში ამაზე არაფერია ნათქვამი”.

 

“მოგვიანებით, როგორც ჩანს, არ დადასტურდა ის ინფორმაცია და საქმეში არაფერია ამაზე ნათქვამი”.

 

გუშინ გავრცელებულ ვიდეოს ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დღეს გამოეხმაურა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, მას არავის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება არ გაუცია:

 

“მე ეს ჩანაწერი მახსოვს და თქვენ კადრებში ხედავთ, რომ ჩანაწერი კეთდება ღიად. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის აჯანყებაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც საყოველთაოდ ცნობილია, მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი, ГРУ–ს თანამშრომლები, და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტის დაფარვის მიზნით შეთქმულების მონაწილეებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ინფორმაციას ამ ორი ადამიანის პოვნის შესახებ, რათა ჩვენ დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ამის ინტერპრეტირებას, თითქოს ეს არის მკვლელობის შეკვეთა, მე მინდა გითხრათ, რომ ამ განცხადებიდან ერთ საათში ამ დანაყოფების მიერ დაკავებულ იქნა რამოდენიმეკაციანი ე.წ. რეინჯერების ჯგუფი, თუ არ ვცდები, 5–7 ადამიანი, და არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი და არც ერთი მათგანი დაჭრილიც არ არის. რაც შეეხება ამ თემის მიბმას ამ დღიდან 3 კვირის თავზე ჩატარებულ ოპერაციასთან გლდანში, ოთანაძის და მისი ჯგუფის დაკავების შესახებ, ამის მიბმა არის ხელოვნური, უფრო მეტიც, მე მინდა გითხრათ, რომ ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე ამ სპეცოპერაციის დროს. მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში. მე არასოდეს გამიცია ბრძანება არც ერთი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი