ახალი ამბები

დარახველიძე: 7000-მდე დევნილი შემწეობას ვეღარ მიიღებს

29 ნოემბერი, 2013 • • 1667
დარახველიძე: 7000-მდე დევნილი შემწეობას ვეღარ მიიღებს

ზურაბ დარახველიძე
ზურაბ დარახველიძე

“ბიუჯეტმა გაითვალისიწნა შემწეობის ზრდა 45 ლარამდე. მე ახლა მივდივარ პარლამენტში, სადაც ადამიანის უფლებათა კომიტეტში პირველი მოსმენითაა კანონის განხილვა, რომელიც სხვა მრავალ ცვლილებასთან ერთად უკავშირდება სტატუსსაც. მიღწეულია შეთანხმება, რომ ყველა დევნილს, მათ შორის ახალშობილსაც, შეუნარჩუნდება დევნილის სტატუსი, თუნდაც ერთი მშობელი ჰუავდეს დევნილი.

 

რაც შეეხება მათ მიმართ სახელმწიფოს მიერ სოციალური ვალდებულებების თემას, ეს საკითხი ჯერჯერობით განხილვის თემაა, თუმცა აუცილებლად დაწესდება ზღვარი და მაღალანაზღაურებადი, ანუ 1250 ლარის დასაბეგრი შემოსავლის მქონე დევნილები 2014 წლის 1 მარტიდან დევნილის შემწეობებს არ მიიღებენ”, – განაცხადა დარახველიძემ.

 

მისი თქმით, ასეთი დევნილების რაოდენობა 6000–7000–მდე იქნება. მან ასევე დააზუსტა, რომ ზემოხსენებული მიზეზის (1250 ლარის შემოსავალი) გამო შემწეობა მხოლოდ ერთ პირს შეუწყდება და არა ოჯახს.

 

შეკითხვაზე, როგორ გაკონტროლდება ამა თუ იმ პირის შემოსავალი ყოველთვიურად, დარახველიძემ განაცხადა, რომ ეს მონაცემები აქვს შემოსავლების სამსახურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი