ახალი ამბები

ანონსი – 30 იანვარი

30 იანვარი, 2014 • • 1214
ანონსი – 30 იანვარი

11:00 – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდებიან. თემა: მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია.
მის: მცხეთა, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა; საკონტაქტო პირები: სოფო მდინარაძე – 577 58 50 58; ნათია ნიკოლაიშვილი – 577 08 08 36

 

11:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალგაზრდული პარლამენტის წევრები სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ

 

11:15  –  თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ თავდაცვის სამინისტროში ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. ბრიფინგის თემაა ნატოს „კეთილსინდისიერების განვითარების“ (Building Integrity) პროგრამის ფარგლებში, ნატოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების  შეფასება. მისამართი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენ. კვინიტაძის 20.


11:30 –  პრაიმტაიმის პრესკლუბში მუხროვანის ამბოხის ბრალდებით გასამართლებული კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე გავრცელებულებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ;

 

12:00 –  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელ განიხილავს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციურობას შეეხება. აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი 2012 წლის დეკემბერში მომზადდა, რა დროსაც უჩა ნანუაშვილი “ადამიანის უფლებათა ცენტრს” ხელმძღვანელობდა.

 

12:00 –  პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში სმოქალაქო აქტივობის კლუბის თავმჯდომარე მელორ ვაჩნაძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს

 

13:00 –  “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვარკეთილის მშენებარე “ჩინურ ქალაქთან” აქცია-ბრიფინგს გამართავს.

მის: ვარკეთილი, IV მ/რ-ის ბოლოში


13:00 –  სასტუმრო “ჰოლიდეი ინ-ში” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამუშაო სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი განიხილება.


13:00 -პრაიმტაიმის პრესკლუბში მედიაექსპერტი ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

13:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს


14:00 – კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში ცენტრის ექსპერტები და კავშირი – “ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები” მდინარე ენგურზე მდებარე ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი პროექტის იდეის განხორციელების შესახებ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: მაჩაბლის ქ. #5; საკონტაქტო ტელ: +995 032 2923 920; +995 0 32 2999 987

14:00 –  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია შიდა ქართლის მხარის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდებიან. თემა: მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია,
მის: გორი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა; საკონტაქტო პირები: სოფო მდინარაძე – 577 58 50 58; ნათია ნიკოლაიშვილი – 577 08 08 36

 

14:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი აგლაძის ოჯახის წევრები და ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ

15:00 – იუსტიციის სახლში, სერვისების განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 
თემა: სოფლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლების კურსის გაგრძელება.
მის: სანაპირიოს ქ. #2

18:00- “გამრეკელი გალერიში” ცნობილი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება.
მის: ინგოროყვას ქ. 14

მასალების გადაბეჭდვის წესი