ახალი ამბები

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადება მანდატურის სამსახურზე

29 იანვარი, 2014 • • 1476
პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირის განცხადება მანდატურის სამსახურზე

არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით 2010 წელს შეიქმნა მანდატურის სამსახური. მისი ძირითადი ფუნქცია სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა და არასრულწლოვანთა კონტროლი იყო.  თუმცა მოგვიანებით,  მანდატურის სამსახურს მიენიჭა გადაჭარბებული უფლებები, რომელიც  ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრა. მანდატურის ფუნქციებს დაემატა სკოლის შინაგანაწესის, დამრიგებლის, პედაგოგის, მშობლის, მოსწავლისა და დირექციის ვალდებულებების  კონტროლი. შედეგად,  მანდატური სკოლის იერარქიის ყველაზე მაღალ საფეხურზე მოექცა. ეს ადამიანები  სკოლაში აკონტროლებდნენ ყველას და ყველაფერს. 


2010-1012 წლებში მანდატურის აქტის საფუძველზე უამრავი პედაგოგი სამსახურიდან უღირსად გაუშვეს. სხვადსხვა სუბიექტური მოტივებიდან გამომდინარე იყო შემთხვევები,  როცა მანდატურის აქტი შედგა იმისათვის, რომ პედაგოგს  გაკვეთილის დაწყებიდან უმოკლეს დროში, 3-5 წუთში,  არ ჰქონდა მოსწავლის „არ“-ები დაფიქსირებული ჟურნალში.  მანდატურების ქმედებებთან დაკავშირებით  პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ვაკეთებდით განცხადებებს. ვაკრიტიკებდით მანდატურის სამსახურის ამ გადაჭარბებულ უფლებებს, რამაც უამრავი ჩვენი პედაგოგის უფლება შელახა.  გვქონდა არაერთი  სასამართლო პროცესი. მაგალითისთვის წარმატებით დასრულდა  ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლის მასწავლებლის, ქეთევან ფურცელაძის, სასამართლო პროცესი. მანდატურის აქტის საფუძველზე სკოლიდან  უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი  აღვადგინეთ სამსახურში, სკოლას კი 6 ათასი ლარის ოდენობით სავალდებულო განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. 


ჩვენთვის საგანგაშო იყო ზოგადი განალების შესახებ კანონში განსაკუთრებით ის მუხლი, რომელის მიხედვითაც,  მანდატურის სიტყვიერი ბრძანების შესრულება  სავალდებულო  იყო ყველა ფიზიკური პირისათვის. სკოლაში შესული სტუმრისთვისაც კი  და ამით შესაძლებელი იყო ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაერღვეულიყო. მათ შორის პროკავშირის წარმომადგენლებისაც, რომელთაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთოხვნების უხეში დარღვევით, ეკრძალებოდათ სკოლაში შესვლა. 


2013 წლის 1 იანვირდან ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით  მანდატურის ფუნქციები შეიცვალა. ის  მხოლოდ  მოსწავლეს აკონტორლებს და მისი ფუქნცია  დანაშაულის პრევენციაა. მანდატურის სამსახურის რეფორმა გრძელდება, რომლის მიხედვითაც მას შეეცვალა სახელი.  ეს იქნება ბავშვთა დაცვის, მედიაციის და ფსიქოლოგიის სამსახური, რაც ძალიან პოზიტიურია. სკოლაში დიმიტრი შაშკინის მიერ  დამკვირდებული პოლიციური რეჟიმი აღმოიფხვრა და დღეს უკვე საჭიროება დადგა იმის, რომ სწორად შეირჩეს კადრები და სამსახურის ფუნქციების ეფექტურად შესრულებისათვის  მოხდეს მათი გადამზადება. 


ამ პროცესში მიმდინარეობს საკნონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც მანდატური უნდა დანიშნოს საჯარო სკოლის დირექტორმა. რაც ვფიქრობთ, რომ არ გაამართლებს, ვინაიდან სულ მცირე 2-3 წელი მაინცაა საჭირო ამ ახალი ცენტრის ჩამოყალიბებისთვის. იმისათვის, რომ სამინისტროს ახალი კონცეფცია ( ბავშვთა დაცვის, სკოლის უსაფრთოებისა და ფსიქოლოგიის კუთხით)  ამუშავდეს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ცენტრისთვის კადრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცენტრალიზებული წესით უნდა შეარჩიოს. იმისათვის, რომ  თანამშრომლებმა  ფსიქოლოგის ფუნქცია უკეთ შეითავსონ,  უნდა მოხდეს მათი  სერიოზული გადამზადება, ისინი  ნამდვილად ძალიან ბევრ  ტრეინინგს  საჭიროებენ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დეცენტრალიზაცია ამ კადრების დასაქმების და მათი საჯარო სკოლის დირექტორების მიერ  შერჩევისათვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი