იმედი: ახალ მთავრობაში არ იქნებიან წულუკიანი, ქუმსიშვილი, გიორგაძე და ჯანელიძე

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, “ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს დაასახელებს. “იმედის” ცნობითვე, ახალ მთავრობაში არ იქნებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

დღეს, 14 ივნისს, “ქართული ოცნების” ოფისში იმართება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მსჯელობენ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 13 ივნისს გადადგა. შესაბამისად, გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა.


რა ვიცით მამუკა ბახტაძეზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.