კრამერი: კვირიკაშვილს ზურგსუკან ყურება და ივანიშვილის დასტურის მიღება უწევდა

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და “მაკკეინის ინსიტუტის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი დევიდ კრამერი კვირიკაშვილის გადადგომას აფასებს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, პრემიერის გადადგომა სიურპრიზი არ ყოფილა და ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ბევრი ფიქრობდა. კომენტარს “ამერიკის ხმა” აქვეყნებს.

“2015 წელს, პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე, ის ძალზედ რთულ პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო ის, ვინც რეალურად იღებდა გადაწვეტილებებს. კვირიკაშვილი წესიერი ადამიანია, რაც შეეძლო გააკეთა საქართველოს წინსვლისთვის. თუმცა მას უწევდა ზურგსუკან ყურება და ივანიშვილის დასტურის მიღება. მსგავსი სიტუაცია დიდხანს ვერ გასტანდა. ივანიშვილი ან უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან და აიღოს პასუხისმგებლობა, ან უკან უნდა დაიხიოს და აცადოს შემდეგ პრემიერ-მინისტრს საკუთარი მოვალეობის შესრულება. საქართველო ვერ გადაიტანს პოლიტიკური და სამთავრობო ინსტიტუტების პარალიზებას“, – ამბობს დევიდ კრამერი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ, 13 ივნისს გადადგა. შესაბამისად, გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 13 ივნისს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

დევიდ კრამერი. ფოტო: ამერიკის ხმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან