ესტედერმის ინტენსივ სერია თქვენი სილამაზისთვის

ელასტიური, გლუვი, მბზინვარე და ახალგაზრდულად შეფერილი სახის კანი მიუღწეველი ოცნება არ არის.

ესტედერმის ახალი, ინტენსივ სერია დაგარწმუნებთ, რომ არ არსებობს კანის ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. სერიაში შემავალი სახის მოვლის საშუალებები იცავს, აღადგენს, აახალგაზრდავებს და ბზინვარებას მატებს თქვენი სახის კანს, მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულის პრობლემები გაქვთ.

 ჰიალურონის მჟავა
ნაოჭებისა და კანის გაუწყლოების საწინააღმდეგო საშუალება

ჰიალურონის მჟავა ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი კომპონენტია. წყლის მოლეკულასთან ერთად ის გელისმაგვარ ნივთიერებას წარმოქმნის. ჰიალურონი კანის სიმკვრივისა და მოცულობის გარანტიაა.

  • ჰიალურონ ინტენსივი ატენიანებს და მატებს კანს ელასტიურობას.
  • აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამცირებს ნაოჭებს.
  • იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან.
  • ამცირებს ნაოჭების სიღრმეს გამოყენებიდან 28 დღის შემდეგ. -8,7%

შედეგი: თქვენი კანი გაცილებით ელასტიურია, გლუვი და ერთგვაროვანია. გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად.

გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა კანზე დილით და საღამოს, რეკომენდებულია ესთეტიკურ ცენტრში პროცედურების შემდეგ მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად. სრული ეფექტის მისაღებად პროცედურა ორ თვეს უნდა გაგრძელდეს.

AHA პილინგი
კანის არათანაბარი რელიეფის, რუხი ფერისა და გაფართოებული ფორებისთვის

სახის კანის სწრაფად გამოცოცხლება და განახლება გჭირდებათ? AHA პილინგი სწორედ ის საშუალებაა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და ხანგრძლივი  დროით მიიღოთ სასურველი შედეგი.

AHA-ალფა ჰიდროქსიდ მჟავა მიიღება შაქრის, ხილისა და რძის მაჟავისგან . პილინგის ინგრედიენტები აჩქარებს კანის უჯრედების განახლების პროცესს. „ახალი კანის“ ეფექტი წარმოუდგენლად სწრაფად მიიღება.

  • აუმჯობესებს კანის ფერს უჯრედების განახლების ხარჯზე
  • აღადგენს კანის სტრუქტურას
  • ამცირებს გაფართოებულ ფორებს
  • ანიჭებს კანს გლუვ და ჯანსაღ ფერს.

შედეგი: თქვენი კანის ფერი დღითიდღე უმჯობესდება, ფორები ნაკლებად შესამჩნევია.

გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა სახის კანზე საღამოს, რეკომენდებულია მწეველთათვის კანის სტრუქტურისა და ფერის გასაუმჯობესებლად. სასურველი შედეგის მისაღწევად პროცედურა უნდა იყოს ორთვიანი.

 

ვიტამინი C

მუქი ლაქები კანზე, მკრთალი ფერი და დაქვეითებული ტონუსი

ვიტამინი C კანისთვის აუცილებელი საშუალებაა, რაც უსიამოვნო, მუქ ლაქებს ამცირებს და გამოირჩევა ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, დამცავი ფუნქციით.

  • ამცირებს პიგმენტურ ლაქებს
  • აჩქარებს კალოგენის სინთეზს
  • მატებს კანს ტონუსს
  • ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს
  • აფერხებს დაბერების პროცესს

შედეგი: მნიშვნელოვნად უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა

გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა სახის კანზე დილით და საღამოს. კურსი ორთვიანია. რეკომენდებულია ესთეტიკური პროცედურების შემდეგ, როგორიცაა თხევადი აზოტით მკურნალობა, ლაზერით პიგმენტური ლაქების მოცილება და ა.შ.

პროპოლისი
ცხიმიანი, აკნეს შემდგომ დაზიანებული კანი

პროპოლისი – ფუტკრის მიერ შეგროვებული ფისოვანი ნივთიერებების ნაზავია. პროპოლის ინტენსივი კანის ნაკლოვანებების სამკურნალო შეუცვლელი საშუალებაა.

  • არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას
  • ასუფთავებს ფორებს
  • აუმჯობესებს კანის ფერსა და სტრუქტურას
  • ამცირებს კანზე გამოხატულ სიწითლესა და ნაკლოვანებას

შედეგი: კანის ფერი უმჯობესდება, ფორები ნაკლებად შესამჩნევია.

გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა სახის კანზე საღამოს. კურსი ორთვიანია. რეკომენდებულია ლაზერის, LED აკნეს სამკურნალო პროცედურების შემდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი