შსს: ნიკა მელია დაკავებული არ არის

საქართვლეოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია დაკავებული არ არის. თუმცა უწყებაში არ პასუხობენ კითხვას, თუ სად იმყოფება დეპუტატი ამ წუთებში.

დღეს, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გმაზირზე პოლიციამ ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზზე დააბრუნა, ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე განმარტავს, როდესაც ადამიანს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, ხდება მისი დახურულ სივრცეში მოთავსება, სადაც პირი ხანგრძლივი დროის გნამავლობაში იმყოფება, კონსტიტუციური თვალსაზრისით ეს დაკავებაა:

“ეს არის დაკავება ყველა შემთხვევაში კონსტიტუციური თვალსაზრისით. უწოდებს თუ არა შსს ამას ასე. როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლება შეზღუდული, არ აქვს გადაადგილების შესაძლებლობა ეს თაივსუფლების შეზღუდვაა” – ამბობს იურისტი.

დეპუტატის დაკავების წესს კი საქართველოს კონსტიტუცია ადგენს. კერძოდ, როგორც გიორგი გოცირიძე “ნეტგაზეთთნ” განმარტავს, კონსტიტუციის 52-ე მუხლის მითითებით, პარლამენტის წევრის დაკავება არ შეიძლება, თუ არ არსებობს პარლამენტის წინასწარი თანხმობა. გამონაკლისია მხოლოდ დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია დაკავება.  ამ შემთხვევაში კი, თუკი არ იქნება პარლამენტის თანხმობა, დაკავებული პარლამენტის წევრი უდნა გათავისფულდეს:

“ბუნებრივია, თუ არ დაამტკიცებს შსს, რომ ის რაიმე დანაშულის ჩადენიასას დააკავეს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა” – ამბობს იურისტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.