„ვისოლმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ელექტროტრანსპორტის გამოფენით აღნიშნა

„ვისოლმა“ 5 ივნისი – გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა და ევროპის მოედანზე ელექტროტრანსპორტის გამოფენა გამართა, რომელიც მიზნად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციასა და გარემოს მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ისახავს. ევროპის მოედანზე ელექტროტრანსპორტის გამოფენა, ელექტროსკუტერებით ტესტ დრაივი და სახალისო შეჯიბრი მოეწყო.

„ვისოლის“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. მიმინარე წლიდან „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის განათება სრულიად ეკო-მეგობრულ – „ლედ“ განათებაზე გადაგვყავს. 2017 წლიდან კი „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს და მიმდინარე წელს უკვე სწრაფდამტენ სადგურებს ვამატებთ ცენტრალური ავტომაგისტრალის გორისა და თერჯოლის მონაკვეთზე განთავსებულ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებზე. ეკო-ტრანსპორტის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მზაობა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხედვას. დღევანდელი ღონისძიებით კი ჩვენ ფართო საზოგადოებას გვსურს ელექტრომობილების შესაძლებლობები და უპირატესობები ვაჩვენოთ, რომ ხელი შევუწყოთ ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, – აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეის“ – თან თანამშრომლობით ავითარებს.

„ვისოლმა“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე შემატა, რეგიონში „ვისოლის“ პირველი ელექტროდამტენი სადგური გორში კომპანიამ „ეკო დრაგის“ – ელექტრომობილების რბოლის გამართვით აღნიშნა. მომავალში კომპანია კი უკვე სწრაფდამტენი სადგურების ქსელს გააფართოებს. ამ ეტაპზე ელექტრომობილების მძღოლებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ საკუთარი ავტომობილის დამუხტვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი