გაფიცულმა მემანქანეებმა კალაძესთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

დღეს, 5 ივნისს, გამთენიისას, გაფიცულმა მემანქანეებმა თბილისის მერ კახი კალაძესთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორ მეტროში დასაქმებულების პროფკავშირის, “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ ვარსიმაშვილმა ნეტგზეთს უთრა, მემაქნანეების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ მერიას არავითარი კონკრეტული შეთავაზება არ ჰქონია.

ვასილ ვარსიმაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მერი მათ შეჰპირდა, რომ 2019 წლიდან დაიწყებდნენ მუშაობას მათთვის ხელფასების მოემატების შესახებ. მემანქანეები კი ელოდნენ, რომ მერია რიამე კონკრეტულ გეგმას შესთავაზებდა.

აქციის მონაწილეები ისევ გლდანის დეპოსთან არიან შეკრებილი და მათი პროტესტი გრძელდება. ვასილ ვარსმაშვილმა გვითხრა, რომ ამ შეხვედრაზე არ ელოდა მერის ხისტ პოზიციას.

კახა კალაძესთან შეხვედრა 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კალაძესთან შეხვდრა მერიაში დაიწყო, სადაც მემანქანეების წარმომადგენლები იყვნენ, შემდეგ კალაძე გლდანის დეპოში მივიდა და იქ გაფიცულებს შეხვდა.

მეტროს დასაქმებულები მეორე დღეა გაფიცული არიან. ისინი ხელფასების 45%-იან ზრდას ითხოვენ. გაფიცვის გამო 4 ივნისს მეტრო პარალიზებული იყო და არ მუშაობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com