ახალი ამბები

სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა 40 დღეში 13 ათასი ლარი მიიღო

4 ივნისი, 2018 • 5775
სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა 40 დღეში 13 ათასი ლარი მიიღო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვნაელმა, მამუკა კობახიძემ ამ თანამდებობაზე 2017 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა. 21 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე კი ამ პოზიციაზე მუშაობისთვის შემოსავლის სახით 13 333 ლარი (დაუქვითავი) აქვს მიღებული.

თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მამუკა კობახიძემ 2018 წელს შეავსო, წინა წლის მონაცემებს ასახავს. 2018 წელს, ჯამში, მიღებული შემოსავლები ასახული იქნება 2019 წლის დეკლარაციაში.


თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მეტროს გაფიცულ მემანქანეებს აქვთ თვეში 1 400–1 800 ლარი ხელფასი და ისინი ამ ხელფასის 45%–ით გაზრდას ითხოვენ. მერის თქმით, მემანქანეთა ხელფასები აღემატება პატრულის, სასწრაფოსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებს. როგორც თბილისის მერი ამბობს, მემანქანეებს ხელფასებს ვერ მოუმატებენ, თუ არ გაიზრდება მგზავრობის ტარიფი, არ გაუქმდება სოციალური შეღავათები და არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

თავის მხრივ, მერს ტყუილში ადანაშაულებენ მეტროს გაფიცული მემანქანეები. მათ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათი ხელფასი 1 200 ლარს არ აჭარბებს და თუ მერია 1 500–ლარიან ხელშეკრულებას გაუფორმებს, გაფიცვას შეწყვეტენ.

თბილისის მეტრო 4 ივნისის დილიდან პარალიზებულია. მეტროს მემანქანეები მეტროში დასაქმებული 500–მდე ადამიანისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

1127 ლარი ხელფასი – მეტროს მემანქანის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან

ლინა ღვინიანიძე: მეტროს გაჩერება მემანქანეთა ჯანმრთელობის გაურესებით არის გამოწვეული

მასალების გადაბეჭდვის წესი