ცხოველთა რიტუალური მკვლელობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართება

28 მაისს, 19 საათზე, პარლამენტის წინ ცხოველთა რიტუალური მკვლელობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია “არა მსხვერპლშეწირვას” გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პარლამენტში შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლშეწირვის აკრძალვის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ განიხილოს აღნიშნული ინიციატივა და ცხოველთა მსხვერპლშეწირვის ამკრძალავი კანონი მიიღოს.

აღნიშნული აქცია “ლომისობას” უკავშირდება, რა დროსაც, აქციის მონაწილეების ცნობით, ცხვრებს რიტუალურად კლავენ.

“ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს ცხოველთა მსხვერპლშეწირვა და საპატრიარქოს მოვუწოდებთ გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება ამ სისასტიკის შესაჩერებლად,” – ნათქვამია აქციის აღწერაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან