ახალი ამბები

გიორგი გახარია ცხოველთა უფლებების დასაცავად აქციას უერთდება

16 ივნისი, 2023 • 1525
გიორგი გახარია ცხოველთა უფლებების დასაცავად აქციას უერთდება

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ცხოველთა უფლებების დასაცავად კვირას, 18 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტთან  დაანონსებულ აქციას უერთდება:

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს. იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მოდი, შევიკრიბოთ კვირას, 19 საათზე პარლამენტის წინ“, — აცხადებს გიორგი გახარია.

15 ივნისს Facabook-ზე ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ გვიან ღამით გარეთ მყოფ ძაღლს, სავარაუდოდ, მანქანიდან ესვრიან. მას შემდეგ, რაც ძირს დაცემული ძაღლი წამოდგომასა და გაქცევას ცდილობს, მანქანიდან პიროვნება გადმოდის, ძაღლს უახლოვდება და სავარაუდოდ, ისევ ესვრის.

შსს-ში აცხადებენ, რომ ხსენებული პირი დაკავებულია სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.

განახლება: სტატიის სათაურში თავდაპირველად ეწერა, რომ აქციას გიორგი გახარია აანონსებდა, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მანამდე დაანონსებულ აქციას შეუერთდება. შესაბამისად, შეიცვალა სტატიის სათაურიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი