სასამართლომ ადევნებაში ბრალდებულს 9 თვე მიუსაჯა

პორკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ  ადევნებაში ბრალდებული ს.მ. დამნაშავედ ცნო და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ს.მ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ცდილობდა ა.ტ-სთან მისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და უკანონო თვალთვალს, აკითხავდა სხვადასხვა ადგილებში და  მის გაკონტროლებას ცდილობდა.  ასევე, ს.მ-მ დაზარალებულს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა  და ემუქრებოდა, რომ ყველგან ნახავდა და  მის ქცევას გააკონტროლებდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ა.ტ. მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და  მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას,”- ვკიხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით,  2018 წლის 11 თებერვალს ს.მ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება ადევნების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით)  წარედგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი