ახალი ამბები

ილ დივოდან დრაკულამდე – Twitter-ის ხუმრობები საქართველოს გამოსვლაზე

11 მაისი, 2018 • 6260
ილ დივოდან დრაკულამდე – Twitter-ის ხუმრობები საქართველოს გამოსვლაზე

ჯაზბენდი “ირიაო”, რომელიც სიმღერით – “შენი გულისთვის”, წელს საქართველოს წარადგენდა  ევროვიზიის კონკურსზე, კონკურსის ფინალში ვერ გავიდა. “ირიაოს” მიერ შესრულებულ სიმღერას არაერთგვაროვავნი რეაქცია მოჰყვა. ტვიტერის მომხარებლების ნაწილს შესრულება მოეწონა, ნაწილს კი- პირიქით. ამიტომაც საქართველოს გამოსვლა არაერთი ხუმრობის ინსპირაცია გახდა.

ტვიტერზე “ირიაოს” გამოსვლა შეადარეს ჯგუფ “ილ დივოს”, დრაკულას მულტიფლმ “სასტუმრო ტრანსილვანიიდან”, მოჩვენებებს ძველი ანიმაციური ფილმებიდან და სხვას. ნეტგაზეთი გთავაზობთ შეფასებებს, რომელიც საქართველოს ევროვიზიაზე გამოსვლას მოჰყვა.

ერთ-ერთი მომხარებელი “ირიაოს” წევრს დრაკულას პერსონაჟს ამსგავსებს ანიმაციური ფილმიდან “სასტუმრო ტრანსილვანია”

სხვა მომხმარებლისთვის კი “ირიაო” ალტერნატიულ ილ დივოს ვერსიას წარმოადგენს.

კიდევ ერთი მოხმარებელი მოუწოდებს ადამიანებს, დაეხმარონ ჯგუფს ფინალში გადასასვლელად, თავად შესრულებას კი გასაოცარს უწოდებს.

თუმცა სხვა მომხმარებელი თავის მოკვლით “იმუქრება” იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კონკურსის ფინალში გადავა.

“გამოსვლა შთამბეჭდავია, ყოჩაღ საქართველო”

ზოგ მომხმარებელს “ირიაოს” გამოსვლამ ძველი ანიმაციური ფილმების მოჩვენებები გაახსენა.

ევროვიზიის ზოგიერთმა მაყურებელმა და მსმენელმა “ირიაოს” სიმღერაში რელიგიური ხაზი შენიშნა და ის პოლიფონიურ ჯაზს შეადარა.

ეს კი, კიდევ ერთი ასოციაციაა დრაკულაზე, ამჟერად ძველი ანიმაციური ფილმიდან.

“ყველაზე განსხვავებული, ეთნო-ჯაზბენდი საქართველოდან. ღვთაებრივი და ჰარმონიული ჟღერადობა, ენა კი მდიდარი”

მასალების გადაბეჭდვის წესი