ახალი ამბები

საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

10 მაისი, 2018 • 1455
საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

საქართველოში ქარხანა გაიხსნა, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს. ქარხანა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მისი თქმით, ქარხანა საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანიის, “ელბიტ სისტემ საიკლონის” ერთობლივი პროექტია და მასზე, ჯამში, 93 მლნ დოლარი დაიხარჯა.

“ელბიტ სისტემ საიკლონი მსოფლიოში ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა “ბოინგი”, “ეარბასი” და ა.შ. მაღალტექნოლოგიური ქარხნის აშენებისთვის ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, კომპანიამ ქარხნის ასაშენებლად საქართველო შეარჩია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, კომპანიამ საქართველო შეარჩია დაბალი საგადასახადო სისტემის, კარგი საინვესტიციო გარემოს, ასევე, ჩინეთთან და ევროკავშირთა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გამო. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული პროდუქცია მთლიადან ექსპორტზე გავა, რაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე დადებითად აისახება. მისივე თქმით, ახალ ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი