დღეს, 3 მაისს, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის გამო 9-დან 10 საათამდე ავტომობილით გადაადგილება გართულებული იყო მარცხენა სანაპიროზე, დიდუბის სიახლოვეს. საცობი იყო როგორც სანაპიროზე, ისე ფეიქრებისა და ქსნის ქუჩებზე, ასევე, გურამიშვილის გამზირის მონაკვეთზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან.