ახალი ამბები

გახარია პრეზიდენტის გამოსვლაზე: სამწუხაროდ, ეს უფრო პოპულისტური გამოსვლა იყო

2 მაისი, 2018 • 1292
გახარია პრეზიდენტის გამოსვლაზე: სამწუხაროდ, ეს უფრო პოპულისტური გამოსვლა იყო

დღეს, 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის რანგში სიტყვით უკანასკნელად გამოვიდა. თუმცა მის შეფასებასა და კრიტიკას მმართველი გუნდი არ იზიარებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პრეზიდენტის გამოსვლა უფრო პოპულისტური იყო, ვიდრე საქმიანი.

“სამწუხაროდ, გულწრფელად, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ველოდი უფრო შინაარსობრივ და ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებეზე იმიტომ, რომ ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზები. სამწუხაროდ, ეს უფრო პოპულისტური გამოსვლა იყო,” – განმარტა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება გააკრიტიკა სახელმწიფო ინსტიტუციების დასუსტებისთვის. ვრცლად პრეზიდენტის გამოსვლაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი