ახალი ამბებიგართობა

ABBA ახალ სიმღერებს 35 წლის შემდეგ პირველად ჩაწერს

27 აპრილი, 2018 • 2443
ABBA ახალ სიმღერებს 35 წლის შემდეგ პირველად ჩაწერს

პოპულარულმა შვედურმა პოპ-ჯგუფმა ABBA-მ 35-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერები დააანონსა. როგორც ჯგუფმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა, 2 ახალ სიმღერას მათი კომპიუტერული ვერსიები შეასრულებენ. ამის შესახებ The Guardian წერს.

❤️ #abbaofficial #abba

A post shared by @ abbaofficial on

“ჩვენ ყველა ვგრძნობდით, რომ 35 წლის შემდეგ, სახალისო იქნებოდა ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთხელ შერწმა და ჩამწერ სტუდიაში წასვლა. ასეც ვქენით. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს დრო გაჩერდა და ჩვენ ცოტა ხნით მოკლე არდადეგებზე აღმოვჩნდით,” – წერია ჯგუფის განცხადებაში.

შოუ, რომელზეც ჯგუფის წევრების კომპიუტერული ვერსიები ახალ სიმღერებს შეასრულებენ, მსოფლიო ტურნეს მომავალ წელს დაიწყებს. როგორც ABBA-ს ერთ-ერთი წევრი ბიორნ ულვეუსი განმარტავს, იმისთვის, რომ ჯგუფის კომპიუტერული ვერსიები შექმნილიყო, ისინი ჯერ “დაასკანერეს” და შემდეგ “გააახალგაზრდავეს”. ვერსიები ისე გამოიყურება, როგორც თავად ჯგუფის წევრები 1979 წელს, როდესაც ისინი თავიანთ უკანასკნელ მსოფლიო ტურნეში, კონცერტებზე გამოდიოდნენ.

ABBA 1972 წელს სტოკჰოლმში შეიქმნა და ორი წყვილისგან შედგებოდა: ულვეუსი და აგნეტა ფელტსკუგი; ბენი ანდერსონი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი. ჯგუფმა განსაკუთრებული პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც ევროვიზიის კონკურსი სიმღერით “Waterloo” მოიგო.

ABBA 1983 წელს დაიშალა, რისი მიზეზიც ორივე წყვილის განქორწინება გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი