გაგოშას სტენსილი რასიზმის წინააღმდეგ თავისუფლების მოედანზე

თავისუფლების მოედანზე, ლეონიძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე, მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე გაგოშამ რასიზმის საწინააღმდეგო სტენსილი გააკეთა.

სტენსილზე გამოსახული არიან ბავშვები, რომლებიც ხატავენ სხვადსხვა კანის ფერის მქონე ხელჩაკიდებულ ბავშვებს. ზედ დართ მარტინ ლუთულიაერის სიტყვები: “I have a dream that one day little black boys and girls will be holding hands with little white goys and girls.”

“მინდოდა, მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებზე რამე დამეხატა”, – ამბობს გაგოშა.

როგორც გაგოშამ “ნეტგაზეთს” უთხრა, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ბავშვებმა არ იციან, რა არის რასიზმი და ამ სოციალურ კონსტრუქციას ისინი ზრდასრულებისგან სწავლობენ.

გაგოშას თქმით, ამ სტენსილით გამოეხმაურა ბოლო დროს თბილსიში განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც დიღომში, ფეხბურთის სტადიონიდან თბილისში მცხოვრები ნიგერიელი სტუდენტები გააძევეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გაგოშას სტენსილი რასიზსმი წინააღმდეგ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com