ახალი ამბებისაზოგადოება

კანონპროექტით ქართველ მესაზღვრეს შეეძლება, შენგენის ზონაში არ გაგიშვათ

25 აპრილი, 2018 • 4754
კანონპროექტით ქართველ მესაზღვრეს შეეძლება, შენგენის ზონაში არ გაგიშვათ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ ექნებათ მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამოგზაურო დაზღვევა, უცხო ქვეყანაში საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ბიომეტრიული პასპორტი შესაბამისი ვადებით, შესაძლოა, შენგენის/ევროკავშირის მიმართულებით ქვეყნის დატოვებაზე უარი ეთქვათ.

ცვლილებებს ქართველი დეპუტატების მიერ შექმნილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში ჯერ ინიცირებული არაა.

კანონპროექტის მიხედვით,  თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართთველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება, ასევე, უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია.

  • ა) ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღიდან არანაკლებ 3 თვეა;
  • ბ) უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • გ) სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი  ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალირად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
  • დ) სამოგზაურო დაზღვევა;
  • ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორც კანონპროექტის გნამარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონის მიღების მიზანია, არსებული რესურსების ფარგლებში გაძლიერდეს პრევენციული მექანიზმი, რათა შემცირდეს საქართველოს იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადინება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქისთვის საზღვრის დატოვებაზე უარის თქმას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუ ის იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.

კანონპროექტის გნამარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ბოლო პერიოდში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართვლთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან და ღიად დაფიქსირდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მიზანშეწონილია, საქართველომ გარკვეული ღონისძიებები გაატაროს:

გარდა ამისა, სასაკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანა უცხო ქვეყნის საზღვარზე ან/და მათთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხისგების საკითხი გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი