ფოფხაძის თქმით, სასურველია, რომ “ოცნებაში” მიმდინარე პროცესებში ივანიშვილი ჩაერიოს

გედევან ფოფხაძის თქმით, სასურველია, რომ ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესში ბიძინა ივანიშვილი ჩაერიოს. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა პარტიაში არსებულ დაძაბულობაზე უნდა იმსჯელონ, ქუთაისში ხვალ გაიმართება.

“იმედი მაქვს, იქიდან [მეორე მხარე] არ იქნება ისეთი პირობები, რომლებიც აქცენტს გააკეთებს დისციპლინაზე… მე მაინც მგონია, რომ ერთადერთი დისციპლინა, რომელსაც უნდა დაემორჩილოს დეპუტატი, ქვეყნის და ხალხის ინტერესებია.

მე მგონია, რომ სასურველია [ივანიშვილის ჩარევა], რადგან მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი, ავტორიტეტი. ეს კაპიტალი ადამიანებს ბევრი კრიტიკული სიტუაციის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

პირდაპირ გეტყვით, რაც მე შეიძლება დავთმო და კონსენსუსზე წავიდე ბიძინა ივანიშვილის ფატქორის გათვალისიწნებით,  სხვა შემთხვევაში შეიძლება ეს არ გავაკეთო”, – განაცხადა ფოფხაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com