ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკი მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

18 აპრილი, 2018 • 6679
ვითიბი ბანკი მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

დღეს ვითიბი ბანკში გაიმართა პრეს კონფერენცია, რომელზედაც ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ ისაუბრა ვითიბის ახალ ინიციატივაზე, რომელიც ბანკის პრობლემურ 12000 -მდე ფიზიკურ პირ მსესხებლებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მნიშვნელოვანი დისკონტი სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების  სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია. აღნიშნული შეთავაზება ერთჯერადია და ორი თვის განმავლობაში (16 აპრილიდან 15 ივნისამდე) მოქმედებს, ეხება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებს რომლებიც სარგებლობდნენ სამომხმარებლო ტიპის უგირავნო სესხებით.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორი ვალერიან გაბუნია: „ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.

ჩვენი სურვილია, შესაძლებლობა მივცეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ბანკის მიმართ სამომხმარებლო ტიპის პრობლემური დავალიანება გააჩნით, მნიშვნელოვანი დისკონტით მოახდინონ ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვა. დისკონტი 30 დან 90 % მდე მერყეობს და ვრცელდება, როგორც სესხის ძირზე ასევე დარიცხულ პროცენტზე, ხოლო აქციის განმავლობაში ბანკი არ გამოიყენებს ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნის უფლებას რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვას.

ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამ კამპანიის წამოწყებით, რომელიც მხოლოდ ორ თვეს გრძელდება, ვითიბი ბანკი სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია.“

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი