საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იმართება, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 5:3 დაამარცხა.

ეს არის მეორე გამარჯვება, რომელიც ყინულის ჰოკეის საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გუშინ, 16 აპრილს, ანგარიშით 6:2 მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები 19 აპრილს დაუპირისპირდება ჰონგ-კონგს, 20 აპრილს – სამხრეთ აფრიკას, 22 აპრილს კი – ტაივანს. ამით ჯგუფური ეტაპის თამაშები დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.