ახალი ამბები

ყინულის ჰოკეი: საქართველოს ნაკრებმა მესამე გამარჯვება მოიპოვა

19 აპრილი, 2018 • 2448
ყინულის ჰოკეი: საქართველოს ნაკრებმა მესამე გამარჯვება მოიპოვა

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე  III დივიზიონის გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

დღეს, 19 აპრილს, საქართველოს ნაკრებმა ჰონკონგის ნაკრები 11:1 დაამარცხა. მანამდე ქართველმა ჰოკეისტებმა ბულგარეთის და თურქეთის გუნდებს სძლიეს.

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი III დივიზიონის გუნდებს შორისსამხრეთ აფრიკაში იმართება.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 20 სპორტსმენს აერთიანებს. გუნდი ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში 2012 წლიდან ასპარეზობს – ნახეთ ვიდეო, თუ სად და როგორ პირობებში ვარჯიშობენ ჰოკეისტები საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი