ახალი ამბებიეკონომიკა

მამუკა ბახტაძე პარლამენტის დეპუტატებს შეხვედრას სთავაზობს

16 აპრილი, 2018 • 2212
მამუკა ბახტაძე პარლამენტის დეპუტატებს შეხვედრას სთავაზობს

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის დეპუტატებს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მინისტრმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, შემდეგ კვირას მინდა მივიდე პარლამენტში, შევხვდე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ასევე  ოპოზიციას, და იმ ინიციატივების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც უკვე დაანონსებულია. ამავე დროს, ვისაუბრო იმ რეფორმებზე, რომლის გატარებასაც ჩვენ ვაპირებთ. მოვისმინო მათი შეკითხვები და გავცე ამ შეკითხვებს პასუხი. დარწმუნებული ვარ, ამით კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდება, ვინ არის საქართველოში სიღარიბის დამარცხების და ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების მომხრე და ვინ არის ამ ყველაფრის საპირისპიროს მთავარი ლობისტი,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივა ეხება “სასტარტო კაპიტალის უზრუნველყოფის რეფორმას”. სასტარტო კაპიტალის უზრუნველყოფის რეფორმით მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა იდეა კომერციული ბანკებს მოეწონებათ, თუმცა საკმარისი კაპიტალის [თანამონაწილეობის] არარსებობის გამო სესხის აღებას ვერ ახერხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი