ახალი ამბებიხელოვნება

19 მაისს საქართველოში ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება

10 აპრილი, 2018 • 4832
19 მაისს საქართველოში ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება

19 მაისს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე, ოსკაროსანი იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორია Black Sea Arena. ღონისძიება Check in Georgia-ს მხარდაჭერით გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა და რა იქნება მათი ღირებულება. “ნეტგაზეთს” Black Sea Arena-ში განუცხადეს, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებენ.

ენიო მორიკონე არაერთი საკულტო ფილმის კომპოზიტორია. მათ შორისაა “კარგი, ცუდი და ბოროტი”, “ერთხელ ამერიკაში”, “დეკამერონი” და სხვა. 2007 წელს მორიკონემ კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ოსკარი მიიღო, 2016 წელს კი კვენტინ ტარანტინოს ფილმის “საძულველი რვა” დაწერილი კომპოზიციისთვის მიიღო ოსკარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი