ახალი ამბებირეკლამა

7 სექტემბერს „Black Sea Arena“-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

4 სექტემბერი, 2019 •
7 სექტემბერს „Black Sea Arena“-ს მიმართულებით  დამატებითი მატარებელი ინიშნება

7 სექტემბერს, ფოლკლორის  საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.  

 მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

07/ 09/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883
გასვლა- თბილისიჩასვლა-Black Sea Arenaჩასვლა-ბათუმიგამოსვლა-ბათუმიგამოსვლა-Black Sea Arenaჩამოსვლა- თბილისი
12:4017:2518:2323:500:385:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 7 სექტემბერს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 8 სექტემბერს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც ექნებათ. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. 

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

მასალების გადაბეჭდვის წესი