tkt.ge: რობერტ პლანტის კონცერტის 60-ლარიანი ბილეთები სრულად გაიყიდა

ბილეთების ვებგვერდ tkt.ge-ს ცნობით, დღეს, 2 აპრილს, მუსიკოს რობერტ პლანტის კონცერტის ბილეთების პირველი ნაწილი (პირველი კალათა) სრულად გაიყიდა. ვებ-გვერდის პრესსამასახურის ცნობით, 60-ლარიანი ბილეთები სრულად გაიყიდა და ამ ღირებულების მეტი ბილეთი აღარ გაიყიდება.

პირველ კალათაში შედიოდა 60, 80, 100, 180-ლარიანი ბილეთები და 300-ლარიანი აბონომენტი. პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, სულ რამდენი ბილეთი გაიყიდა, თუმცა გვეუბნებიან, რომ პირველი კალათის ბილეთები სრულადაა გაყიდული. ვებ-გვერდისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაწყვეტენ ორგანიზატორები მეორე კალათის ბილეთების გაყიდვას. მეორე კალათაში ბილეთების ფასი 80 ლარიდან დაიწყება.

მუსიკოს რობერტ პლანტის ბილეთების გაყიდვა 2 აპრილის დილის 10 საათიდან დაიწყო. ბილეთის მინიმალური ფასი 60 ლარიდან იწყება და 800 ლარს (ჯაზფესტივალის VIP აბონემენტი) აღწევს. ერთ ადამიანს მხოლოდ 6 ბილეთის შეძენა შეუძლია.

პლანტი კონცერტს Black Sea Arena-ზე შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში 19 ივლისს გამართავს.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 2018 წლის 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება. ფესტივალს “ისთერნ ფრომოუშენსი” და “თიბისი სტატუსი მართავენ”.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 19-21 ივლისს შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ნაწილი ბათუმის ჩოგბურის კორტებზე, ნაწილი კი Black Sea Arena”-ზე.

შავი ზღვის ჯაზფესტივლის მონაწილეები:

20 ივლისი

  • TROMEBONE SHORTY

22 ივლისი

  • ტეილორ მაკფერინი
  • ქრისტიან სკოტი
  • ტერას მარტინი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com