ახალი ამბებირეკლამა

ჯაზ-ფესტივალის დროს ჰოსტელი Green Door 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

16 ივლისი, 2019 • 1494
ჯაზ-ფესტივალის დროს ჰოსტელი Green Door 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

18-20 ივლისს ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. სწორედ ამ პერიოდში ჰოსტელი Green Door ფესტივალის სტუმრებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ჯაზ-ფესტივალის დღეებში  ვიზიტორებს Green Door-ში ღამის გათევა 30 ლარის ნაცვლად, 24 ლარად შეუძლიათ. 

ჰოსტელი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მემედ აბაშიძის 48 ნომერში მდებარეობს და  ბულვარში, ევროპის მოედანსა და ზღვის სანაპიროზე 5 წუთში შეგიძლიათ იყოთ.

ჰოსტელი „გაზეთ ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ ეკუთვნის და ვიზიტორებს ფასდაკლებას ჯაზ-ფესტივალის საინფორმაციო მხარდაჭერის ფარგლებში სთავაზობს.

ჩვენი ჰოსტელის უპირატესობებია:

[checklist]

  • კარგი ადგილმდებარეობა
  • კეთილგანწყობილი პერსონალი
  • უფასო Wifi
  • დაცული და მეგობრული გარემო

[/checklist]

 

ჰოსტელში ორი დიდი საწოლი ოთახია, ფართო ფანჯრებით, ხის იატაკითა და ფერადი ინტერიერით. ერთ ოთახში ხუთი საწოლია, მეორეში – შვიდი.

ჰოსტელს აქვს სამზარეულოც, სადაც არის მაცივარი, ელექტროჩაიდანი, სენდვიჩის აპარატი და მიკროტალღური ღუმელი. აქ შეგიძლიათ მოიმზადოთ სწრაფი საუზმე, წაიხემსოთ, დაისვენოთ, უყუროთ ტელევიზორს და დაუმეგობრდეთ ჰოსტელის სხვა სტუმრებს. ყავა და ჩაი Green door-ში უფასოდ შეგიძლიათ მიირთვათ.

ჰოსტელში ორი სააბაზანო და საპირფარეშოა. პირსახოცები და თეთრეული შედის საწოლის ღირებულებაში. აქვეა სარეცხის მანქანაც. 

მემედ აბაშიძის ქუჩა იდეალური ადგილია ბათუმში დასარჩენად. რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს სხვადასხვა ბანკი, კაფე-ბარები და სუპერმარკეტები.  გარდა ამისა, ეს ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ძველი ბათუმისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა და კარგი ადგილია სასეირნოდ.  აქვეა ევროპის მოედანი და ბათუმის ძველი ბულვარი, სადაც ზაფხულში ხშირად იმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.

საწოლის დაჯავშნა –  +995 574 09 37 03 
? მისამართი: მემედ აბაშიძის ქუჩა 48, ბათუმი.
*აქცია ძალაშია 17-27 ივლისის პერიოდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი