ახალი ამბებისაზოგადოება

რუსეთის საწინააღმდეგო საუკუნოვან პეტიციაზე ხელმომწერები – სიის ნაწილი

27 მარტი, 2018 • 16344
რუსეთის საწინააღმდეგო საუკუნოვან პეტიციაზე ხელმომწერები – სიის ნაწილი

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელმა ჯილიან ევისონმა 1907 წელს შედგენილი რუსეთის საწინააღმდეგო პეტიციის ხელმომწერების ნუსხის ნაწილი გამოაქვეყნა.

“ქართველი ხალხის პეტიცია” 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნეს. პეტიციის დედანსა და ხელმომწერთა ჩამონათვალს გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის უორდროპების კოლექციაში მიაგნეს.

პეტიციაში წერია, რომ რუსეთმა დაარღვია 1783 წელს დადებული “გეორგიევსკის ტრაქტატის” პირობები საქართველოს მიმართ. პეტიციის ავტორები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ხელჰყო საქართველოს ავტონომია და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის აღდგენაში დახმარებას სთხოვდნენ. პეტიციას თან ახლავს ხელმოწერები 25 ფურცლად. ამ ხელმოწერების ნაწილს “ნეტგაზეთი” აქვეყნებს. ხელმოწერების სრულ ჩამონათვალს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

  1. ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის წევრი, ჟურნალისტი, პედაგოგი, ქველმოქმედი, მუშაობდა თეატრის დარგში.
  2. ლუარსაბ გერსიმეს ძე ბოცვაძე – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის წევრი, მასწავლებელი, პედაგოგი
  3. ექვთიმე ვაშაკიძე – პროფესიით  ექიმი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის წევრი.
  4. კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი – მწერალი, მარო მაყაშვილის მამა
  5. ქაიხოსრო ყიფიანი –  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  6. იასონ ბაქრაძე – მარგანეცის მრეწველთა გაერთიანების ყოფილი დირექტორი, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. სტალინის ბრძანებით 1938 წელს დახვრიტეს.
  7. აპოლონ ჩაჩავა – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  8. სიმონ ყიფიანი – აგრონომი
  9. ერმილე ბაქრაძე – მემამულე
  10. დავით ბაქრაძე – მემამულე
  11. კონსტანტინე დავითის ძე მაჭავარიანი – მემამულე
  12. რაჟდენ დათეშიძე – მეწარმე და ქველმოქმედი. დააფინანსა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული, დააფინანსა პირველი მხატვრული ფილმის “ქრისტინეს” გადაღება, თბილისის ოპერა მისმა დახმარებამ დახურვას გადაარჩინა, შემოინახა XVII საუკუნის “ვეფხისტყაოსანი, ვერცხლის, ოქროს მონეტების იშვიათი კოლექცია
  13. დავით ავალიანი – პუბლიცისტი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  14. სიმონ იაკობის ძე ავალიანი – ისტორიკოსი, თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი
  15. ბიქტორ ჯაფარიძე – მეურნე
  16. დ. ნაზაროვი –  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  17. ტრიფონ ღამბაშიძე – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  18. ვარლამ ფანცხავა – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  19. ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი –  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  20. თავადი სულხან გიორგის ძე ჭავჭავაძე – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  21. თავადი სვიმონ რევაზის ძე ვახვახიშვილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  22. თავადი ზაალ ივანეს ძე ჯანდიერი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  23. მარიამ წერეთელი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  24. ზაქარია ვაჩნაძე – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  25. დავით ივანეს ძე როსტომაშვილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  26. თავადი შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი – პოეტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთერთი დამფუძნებელი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.
  27. სვიმონ წერეთელი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  28. აკაკი ლეჟავა – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  29. სამსონ ბაქრაძე – სატყეო მეურნეობის ინსპექტორი, 1937 წელს სტალინის ბრძანებით დახვრიტეს.
  30. ევსევი ლოსაბერიძე – ექიმი, სამედიცინო ცოდნის და სანიტარული განათლების გამავრცელებელი დასავლეთ საქართველოში
  31. ივანე მიხეილის ძე კორინთელი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  32. კონსტანტინე დიმიტრის ძე ნასიძე – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  33. გრიგოლ ყიფშიძე – პუბლიცისტი, მთარგმნელი, მასწავლებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  34. ელენე ანტონოვსკისა – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
  35. თავადი დავით მიქელაძე
  36. თავადი ექვთიმე ყიფიანი
  37. ბასილ დე წერეთელი
  38. პელაგია ყიფიანი
  39. ქეთო წერეთლისა
  40. ნინო ქვარიანი
  41. ჟაკ ფანცხავა
  42. მიხეილ გიორგი ძე წერეთელი
  43. კონსტანტინე ბაუჩაძე
  44. მარიამ დავიდოვის ასული
  45. მიხეილ ყანჩაველი
  46. კონსტანტინე ოცხელი
  47. ერმოლაი კიწმარიშვილი
  48. ნიკო ერისთავი შარვაშიძე
  49. ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძე
  50. ალექსანდრე მაყაშვილი
  51. ბართლომე პავლეს ძე კვანტრიშვილი
  52. სტეფანე ივანეს ძე იობაძე
  53. ვასილ ივანეს ძე იობაძე
  54. მაია ფარსადანის ასული იაშვილი
  55. ელისაბედ რევაზის ასული ვაჩნაძე
  56. მელანია რევაზის ასული ვახვახიშვილი
  57. ანასტასია რევაზის ასული ვახვახიშვილი
  58. ნატალია ზაალის ასული ჯაფარიძე
  59. მაქსიმე გიორგის ძე მგალობლიშვილი
  60. ვალერიან ანტონის ძე საბახტარაშვილი
  61. სპირიდონ ბასილის ძე კურტანიძე
  62. ფალევან რევაზის ძე ვახვახიშვილი
  63. თავადი დარია რევაზის ასული ვაჩნაძისა
  64. ნინო ლევანის ასული ჩერქეზიშვილი
  65. თავადი თამარა ვლადიმერის ასული ვაჩნაძე
  66. ეკატერინა გიორგის ასული შაიშმელოვი
  67. ოლგა ლუარსაბის ასული ეპიცოვინა
  68. ელენე ფარსადანის ასული ვაჩნაძე
  69. იოსებ დავითის ძე მამუკელაშვილი
  70. ტრიფონ მაღალყელაშვილი
  71. ვალერიან მამუკელაშვილი
  72. ნიკოლაი ორჯონიკიძე
  73. ირაკლი წერეთელი
  74. ნინო წულუკიძე
  75. პაპუნა წერეთელი
  76. გიორგი წერეთელი
  77. ნიკოლოზ იოსების ძე წერეთელი
  78. სერგეი აფრასიონის ძე წერეთელი
  79. ივანე წერეთელი
  80. კონსტანტინე წერეთელი
  81. მელიტონ შენგელია
  82. თეოდორა ჯაფარიძისა
  83. ლევან დიასამიძე
  84. ალექსანდრე პავლიაშვილი
  85. თ. ნ. დ. ერისთავი
  86. პ. ცაგარელისა
  87. ვ. მ. გამყრელიძე
  88. კოტე გარაყანიძე
  89. გიორგი კლიმიაშვილი
  90. ალექსანდრე კვერკველიძე
  91. რ. ტატიშვილი

საქართველოს ხალხის მემორანდუმი ჰააგის კონცერენციაზე გაგზავნილი. ფოტოები გამოქვეყნა ჯილიან ევისონმა.

საქართველოს ხალხის მემორანდუმი ჰააგის კონცერენციაზე გაგზავნილი. ფოტოები გამოქვეყნა ჯილიან ევისონმა.

საქართველოს ხალხის მემორანდუმი ჰააგის კონცერენციაზე გაგზავნილი. ფოტოები გამოქვეყნა ჯილიან ევისონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი