რობერტ პლანტი საქართველოში კონცერტს გამართავს

საქართველოში რობერტ პლანტი ჩამოვა. იგი კონცერტს Black Sea Arena–ზე, შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში გამართავს.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 2018 წლის 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება.  რობერტ პლანტის კონცერტი 19 ივლისს გაიმართება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება. ფესტივალს “ისთერნ ფრომოუშენსი” და ‘თიბისი სტატუსი მართავენ”.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 19–21 ივლისს შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ნაწილი ბათუმის ჩოგბურის კორტებზე, ნაწილი კი Black Sea Arena”-ზე.

შავი ზღვის ჯაზფესტივლის მონაწილეები:

  • 20 ივლისს – TROMEBONE SHORTY
  • ტეილორ მაკფერინი
  • ქრისტიან სკოტი
  • ტერას მარტინი

თბილისის ჯაზფესტივალზე ბილეთები 26 მარტიდან გაიყიდება და ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

  • 28 აპრილს თბილისის ჯაზ ფესტივალი ჯაზ ტრიო Bad Plus -ით გაიხსნება~
  • 30 აპრილს, ჯაზის საერთასორისო დღეს, Miles electric band და სპეციალური სტუმარი Ravi Coltrane კონცერტს გამართავენ
  • 29 აპრილი – Naturally 7–ის კონცერტი გაიმართება (მასტერ კლასიც ჩატარდება)

რაც შეეხება ფესტივალს Jazz and Wine Kakheti,  ლოპოტასა და წინანდალში 21–22 სექტემბერს გაიმართება. კონცერტების გარდა დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული რამდენიმე ღონისძიება. ფედსტივალთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეს Check in Georgia–ს ფარგლებში იმართება.

ამავე თემაზე გირჩევთ:

The Chemical Brothers საქართველოში კონცერტს გამართავს

2018 წლის ივლისში “Cigarettes After Sex” თბილისში ჩამოვა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან