ახალი ამბებისამართალი

თბილისში მოკლული კაცი საკუთარ სახლში იპოვეს

11 მარტი, 2018 • 2433
თბილისში მოკლული კაცი საკუთარ სახლში იპოვეს

დღეს, 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

შსს-ს ცნობით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციის ცნობით, მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი