პოლიციის თანამდებობის პირი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე  ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

გამოძიება ქრთამის აღების ბრალდებით მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ს. ქ.  ქრთამის სახით სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქე ბ.პ-სგან, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ პირს მფარველობას უწევდა სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან (ტრაქტორებიდან) საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში.

პოლიციის ცნობით, ბ. პ–მ მის ზემოხსენებული ფაქტი გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს გამოკითხვისას სრულად დაუდასტურა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com