“რატომ ვერ გადიან ქალები აქციებზე?” – პერფორმანსი ზუგდიდში [ფოტო]

დღეს, 8 მარტს, ზუგდიდში  გაიმართა აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით “რატომ ვერ გამოდიან ქალები აქციაზე?”. აქციის ორგანიზატორები “თანასწორობის მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის წევრები არიან.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ერთ-ერთ ორგანიზატორს, ცაბუნია ვართაგავას, რომელმაც აქციის იდეაზე ისაუბრა.

ზუგდიდში სარვამარტოდ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. 8 მარტი, 2018 წელი. ფოტო: ცაბუნია ვართაგავა

“ეს აქცია  ყველა იმ ქალის სათქმელის ხალხამდე მისატანად მოეწყო, ვინც თვითონ ვერ ახერხებს ხმის ამოღებას და აქციაზე გამოსვლას. იდეაზე მუშაობისას ვიფიქრეთ, რომ აქტივისტები კი ვამბობთ სათქმელს, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ ამ ადამიანებს თავად ექნებოდათ საუბრის საშუალება. ზუგდიდში ქალები ამას ვერ ახერხებენ, ამიტომ ასე მოვყევით ეს ისტორიები”- განმარტავს ცაბუნია.

ზუგდიდში სარვამარტოდ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. 8 მარტი, 2018 წელი. ფოტო: ცაბუნია ვართაგავა

მისივე თქმით, თითოეული ფეხსაცმელი ყვება სხვადასხვა ქალის ისტორიას, რომელთაგან ყველა რეალურია.

ზუგდიდში სარვამარტოდ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. 8 მარტი, 2018 წელი. ფოტო: ცაბუნია ვართაგავა

” ფურცლებზე დაწერილი ყველა ისტორია ნამდვილია, უბრალოდ, სახელებია შეცვლილი. მაგალითად, ორ ფურცელზე ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარების ისტორიაა, ერთი ჩემი მეგობრის დედის, სხვები კი ისეთი ისტორიებია, რომლებიც ქალებმა თავად ვერ მოგვაწოდეს, მაგრამ რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით”- ამბობს აქციის ორგანიზატორი.

ზუგდიდში სარვამარტოდ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. 8 მარტი, 2018 წელი. ფოტო: ცაბუნია ვართაგავა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან