ახალი ამბები

ირანში ავიაკატასტროფას 66 ადამიანი ემსხვერპლა

18 თებერვალი, 2018 • 1754
ირანში ავიაკატასტროფას 66 ადამიანი ემსხვერპლა

66 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ირანში.

ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა, მათ შორის, 60 მგზავრი, დანარჩენი კი ეკიპაჟის წევრები. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, თვითმფრინავი(ATR 72-500 ,  რომელიც ავიაკომპანია Aseman Airlines-ს ეკუთვნოდა, თეირანიდან აფრენის შემდეგ მალევე გაუჩინარდა რადარებიდან და ირანის მთიან რეგიონში, ქალაქ სემირომთან ჩამოვარდა. 

თვითმფრინავი სავარაუდოდ 20 წლის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი