წულუკიანი: უვიზო რეჟიმის დამრღვევ მოქალაქეებს სანქციები დაეკისრებათ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის დამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაეკისრებათ.

ეს განცხადება თეა წულუკიანმა დღეს, 9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ გააკეთა.

“ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც შენგენის სივრცეში მიემგზავრება, მოძრაობს, არღვევს უვიზო რეჟიმის წესებს, რჩება იქ უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს არის ნებადართული, ან ეწევა უკანონო საქმიანობას. ჩვენი ვალია, რომ ის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატება, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცესთან, დავიცვათ, და მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გზით.

ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, დავაკისროთ გარკვეული ტიპის სანქციები იმისთვის, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი