საკრებულოს წევრი: ხეები ღამით გასხლეს, რომ ივანიშვილს ხეების გადატანაში ხელი არ შეეშალოს

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური გზის ციხისძირის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები გუშინ ღამით გასხლეს. ბონდო თედორაძის ინფორმაციით, გასხლულია 20 ძირი ფიჭვის ხე.

„ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ივანიშვილს ხეების გადატანაში ხელი არ შეეშალოს,“ – აცხადებს ქობულეთის საკრებულოს წევრი.

„ხეები ღამით ჩვენ არ გაგვისხლავს. დღისით ჩავატარეთ გეგმური სამუშაოები,“ – გვითხრა ქობულეთის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა, ზვიად რომანაძემ.

„რატომ არის საჭირო ხეების გასხვლა ამ სიმაღლეზე?“ – მალხაზ რომანაძე განმარტავს, რომ ბოლოები გადმოწეული იყო და საფრთხეს უქმნიდა მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას. „ტრაილერებს და ასე შემდეგ უქმნიდა საფრთხეს, მეტი არაფერი,“ – ამბობს ის.

ამავე თემაზე: უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

ქობულეთში ხეების გასხვლა გასულ კვირას დაიწყეს და შაბათს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციაც გამართა. გამწვანების სამსახურში ამბობენ, რომ სამუშაოები გეგმურია და ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანასთან კავშირი არ აქვს.

ხეების გადატანა ივანიშვილის ბაღისთვის 2016 წლის ბოლოს დაიწყეს. გასულ, 2017 წელს, სწორედ თებერვალში ამოთხარეს ხეები და ქობულეთიდან შეკვეთილში გადაიტანეს, ხეების გადატანას შარშანაც წინ უძღოდა ხეების გასხლვა. სამუშაოებს გამწვანების სამსახური ატარებდა.

ამავე თემაზე: აჭარაში ამოთხრილი გიგანტური ხეების ახალი პარტია შეკვეთილში [ფოტო]

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი