შსს-მ ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 28 იავნარს, გამთენიისას თბილისში ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული პირი დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ 1986 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა დისკრიმინაციული მოტივით, ტრანსფობიის ნიადაგზე, ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველილი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაზარალებულმა გაავრცელა. როგორც მირანდა ფაღავა ამბობდა, მას უცნობი პირი თავს 28 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.