შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აღიარებს, რომ შსს-ს მხრიდან დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებაზე უარის თქმა ჩავარდნა იყო. გახარიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე პირობა დადო, რომ ყოველთვიურად შსს დანაშაულის სტატისტიკას დეტალურად გამოაქვყენებს.
დანაშაულის სტატისტიკის თემაზე მას კითხვა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დაუსვა.
“სტატისტიკურ მონაცემებს რაც შეეხება, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამ ნაწილში ეს არის ჩავარდნა და შემიძლია ჩემს თავზე ავიღო ვალდებულება და დაგპირდეთ, რომ სტატისტიკური მონაცემები- როგორც ყოველთვიურ, ასევე კვარტალურ ჭრილში- იქნება გამოქვეყნებული. მიზეზი მარტივი: საზოაგდოებასთან და თქვენთან ერთად გამოწვევების დანახვა ჩვენთვისაც გარკვეული ინსტრუმენტია”, – ამბობს გახარია.
ბოლოს შსს-მ პროაქტიულად 2016 წლის სტატისტიკა გამოაქვყენა.