აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ-ის ზრდის ტემპმა 6.3% შეადგინა, 8 თვის მაჩვენებელმა – 7.6%. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უწყების ცნობით აგვისტოში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაციის განაკვეთი), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6%-ით, სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი კი 5.8%-ით გაიზარდა.
8 თვეში ექსპორტი ჯამურად 22%-ით $5.4 მლრდ-მდე, იმპორტი 3.4%-ით $12.5 მლრდ-მდე და საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 8.4%-ით $17.9 მლრდ-მდე გაიზარდა.
აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 35%-ით 6261-მდე ხოლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 12%-ით ₾16.9 მლრდ-მდე გაიზარდა.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
