ახალი ამბები

რატომ აღმოჩნდა ეროვნული გამოცდების ტესტებში კარიკატურები NATO–ს შესახებ

15 ივლისი, 2013 • 7838
რატომ აღმოჩნდა ეროვნული გამოცდების ტესტებში კარიკატურები NATO–ს შესახებ

“ჩვენ გვაქვს დავალება ეროვნულ გამოცდებზე, რომელსაც ჰქვია ისტორიული წყაროს ანალიზი. ეს ისტორიული წყარო შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ასევე ვიზუალური- რუკა, კარიკატურა და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს კარიკატურა არის ჩვეულებრივი ისტორიული წყარო, რომელიც შექმინლია საბჭოთა კავშირში, ცივი ომის პერიოდში, არის ანტიდასავლური, ანტიამერიკული, ასეთი მეთოდებით ებრძოდა საბჭოთა კავშირი დასავლეთს. ჩვენ სწორედ ეს გვინდა ვაჩვენოთ აბიტურიენტს, რომ ანტი- ნატოს პოზიციები საბჭოური აზროვნებაა, აბსოლუტურად არაფერი არ არის აქ ჩადებული დამატებით, ეს ელემენტარულია. აბიტურიენტს როდესაც ვეკითხებოდით, სად შეიქმნებოდა ეს კარიკატურა, ის უნდა მიხვდეს, რომ ასეთი რამ ხდებოდა საბჭოთა კავშირში. ეს აჩვენებს, როგორ აზროვნებდნენ და ებრძოდნენ დასავლეთს სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის პოზიციაა ანტიდასავლური”, – აცხადებს მანანა ჯავახიშვილი. მისი თქმით, მსგავსი შეკითხვები გამოცდების ტესტებში ყოველ წელს შედის.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტები ეროვნული გამოცდების ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული. გამოცდების ორივე ვარიანტში მოცემულია კარიკატურები, რომელზეც გაკრიტიკებულია ორგანიზაცია NATO, კარიკატურას თან ახლავს შეკითხვები, თუ რომელი ორგანიზაციაა გამოსახული, სად იქმნებოდა მსგავსი კარიკატურები, რომელი ქვეყანაა გაკრიტიკებული და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი