ახალი ამბები

შსს: ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად 19 ქართველი დააკავეს

29 ნოემბერი, 2017 • 1689
შსს: ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად 19 ქართველი დააკავეს

ესპანეთში, მადრიდსა და ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია 23 პირი, მათ შორის 19 – საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება.

“მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი.”

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დღეს, ესპანურმა პოლიციამ მადრიდსა და კატალონიაში ქართული კრინიმალური დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. წინასწარი ცნობებით, დაჯგუფების სათავეში კახაბერ შუშანაშვილი დგას, რომლის ცოლიც დღევანდელი რეიდის დროს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი