ახალი ამბები

ალასანია დიცში განახლებულ მოქმედებებს მთავრობის ნებისყოფის გამოცდად მიიჩნევს

15 ივლისი, 2013 • • 1129
ალასანია დიცში განახლებულ მოქმედებებს მთავრობის ნებისყოფის გამოცდად მიიჩნევს

 

მინისტრის შეფასებით, რუსი მესაზღვრეების ეს ქმედება საქართველოს ახალი ხელისუფლების ნებისყოფის გამოცდაა:

 

“რაც შეეხება რუსი სამხედროების მიერ ოკუპაციის ზონასა და ხაზზე ასეთი ნაგებობების მშენებლობის გაგრძელებას, ეს არის გაგრძელება ჩვენი ხელისუფლების და ახალი მთავრობის ნებისყოფის გამოცდის. მე არ გამიკვირდება, რომ ეს განმეორდეს და გაგრძელდეს მომავალშიც იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი ცალმხრივი ნაბიჯებისა, საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა, ადგილზე, ოკუპაციის ზონაში არანაირი ცვლილება არ შეინიშნება მათი განწყობების კუთხით. ჩვენ ამ მოწიფული და თავშეკავებული რეაქციებით, დამერწმუნეთ, ძალიან ბევრს ვიგებთ, როგორც ნატოელ პარტნიორებთან, ასევე, ზოგადად ქართული სახელმწიფოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის ამაღლების კუთხით. მიუხედვიად იმისა, რომ ჩვენ ასეთი თავშეკავებული რეაქცია გვაქვს, მათ შორის რიტორიკულიც, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამხედრო ძალები, შეიარაღებული ძალები, იმ ოპერატიული გეგმების მიხედვით, რომელიც საფრთხეებთან დაკავშირებით შემუშავებული გვაქვს, ყოველთვის არიან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. ამ ეტაპზე მინდა თქვნც დაგაწყნაროთ და მოსახლეობაც, რომ რუსეთის ნაბიჯები, საოკუპაციო ძალების ნაბიჯები არ გვაძლევს საბაბს ვთქვათ, რომ რაიმე ესკალაცია, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია იგეგმება. ჩვენი სადაზვერვო სტრუქტურები აკვირდებიან მოვლენებს. ამ ფაქტს კი ისევ და ისევ დავარქმევდი ჩვენი ნების და მოწიფულობის გამოცდას და ჩვენ ამ გამოცდას აუცილებლად გავუძლებთ”, – განაცხადა მინისტრმა დღეს, 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე

 

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ დიცთან რუსი მესაზღვრეები კვლავ გამოჩნდნენ და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი გააგრძელეს.

 

სოფელი დიცი ძელების ინსტალაციის პროცესი
სოფელი დიცი ძელების ინსტალაციის პროცესი

მასალების გადაბეჭდვის წესი