საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფონდმა,  „სიცოცხლის ხე“,   სოციალურ საწარმო, კერძოდ კერამიკის სახელოსნო და მაღაზია  „ამფორეა“ დააფინანსა.

 პროექტი, რომელსაც კავშირი „რეა“ ახორციელებს, სოციალური საწარმოების შესახებ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო კონკურსი 2016 წელს გამოცხადდა, შესაბამისად გამარჯვებული პროექტი საქართველოს ბანკმა  50 000 ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. სოციალური საწარმო „ამფორეა“ ორ სივრცეს – კერამიკის სახელოსნოსა და მაღაზიას აერთიანებს, რომელშიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 ბენეფიციარია დასაქმებული.

დაფინანსების შედეგად:

  • „ამფორეა“ აღიჭურვა ავეჯით და კერამიკის გამოსაწვავი სპეციალური ღუმელით;
  • მოეწყო და გარემონტდა სახელოსნოს და მაღაზიის სივრცე;
  • შეიძინეს კერამიკის დამზადებისთვის საჭირო მასალა და ინვენტარი;
  • მოხდა მაღაზიის ადაპტირება;
  • ბენეფიციარები სახელობო უნარებში  დახელოვნდნენ და დასაქმდნენ.

 

სახელოსნოში მზადდება და მაღაზიაშივე იყიდება ხელნაკეთი ორიგინალური, დეკორატიული ნაკეთობები, კერამიკის აქსესუარები, მათ შორის  საახალწლო თემატიკის, ასევე სამკაულები.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებმა მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, შეისწავლეს ხელობა, დასაქმდნენ და გაუჩნდათ შემოსავლის წყარო. საწარმოს შემოსავალი შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება.

საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი