ახალი ამბები

მერის მოადგილე: პატივსაცემი ძეგლების პირბადეებით აღჭურვა შეურაცხყოფაა

29 ნოემბერი, 2017 • 18379
მერის მოადგილე: პატივსაცემი ძეგლების პირბადეებით აღჭურვა შეურაცხყოფაა

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთება მათი შეურაცხყოფაა.

“ეს აქცია არ არის მერიის ორგანიზებული, არც ნებადართული მერიიდან. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით. ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელი არის. რა ზომებიც იქნება გათვალისწინებული, იქნება დაჯარიმება თუ სხვა სანქციის გატარება, აუცილებლად გავატარებთ. ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა იმიტომ, რომ პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს, 29 ნოემბერს, თბილისში მდებარე ძეგლების ნაწილს პირბადეები გაუკეთეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გააკეთა ეს და რა გზავნილი აქვს. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ამ გზით თბილისში ჰაერის დაბინძურებას უსვამენ ხაზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი