ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და გახმაურებული საქმეები – ომბუდსმენმა ხუთწლიანი მუშაობა შეაჯამა

სახალხო დამცველმა საქმიანობის 5 წელი შეაფასა. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა აპარატის გაზრდილ აქტივობაზე და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, მისი უფლებამოსილების ვადებში სახალხო დამცველის აქტივობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველი წლიური ანგარიშებით არ შემოიფარგლებოდა და 2012-2017 წლებში 74 სპეციალური ანგარიში მოამზადა, რომლის ფარგლებშიც, ყველა სოციალური ჯგუფი მოიცვა.

“ჩვენ დღეს ვაჯამებთ ჩვენს საქმიანობას. მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ანგარიში, თუ რა გაკეთდა ამ 5 წლის გნაამვლობაში. მათ შორის, იმ კუთხით, რომ სახალხო დამცველის  აქტივობა გაიზარდა, ჩვენ მოვიცავით ყველა სფერო. ვეცადეთ, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტები გაზრდილიყო და ინსტიტუტი გაძლიერებულიყო” – ამბობს ომბუდსმენი.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ნანუაშვილის თქმით, მისი უფლებამოსილების ბოლო წლის განამვლობაში ხელისუფლების მხრიდან იყო წინააღმდეგობები. თუ თავდაპირველად ხელისუფლება სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობდა და რეკომენდაციებსაც ასრულებდა, ეს დამოკიდებულება, ომბუდსმენის თქმით, ბოლო დლებში რადიკალურად შეიცვალა:

“ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არ ყოფილა ერთგვაროვანი. მე ვფიქრობ, რომ დასაწყისში უფრო თანამშრომლობითი იყო და  ხელისუფლება უფრო მოდიოდა. მათ შორის, გარკვეულწილად, ჩვენი რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. ბოლო თვეების, განასაკუთრებით კი,  ბოლო ერთი წლის განამვლობაში  მე ვხედავ, რომ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა” – ამბობს ნანუაშვილი.

ომბუდსმენის თქმით, ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება იმით იყო გამოწვეული, რომ ომბუდსმენის აპარატი სისტემურად აფასებდა დარღვევებს და მათზე თვალს არ ხუჭავდა:

“მაინც ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით ყველა დარღვევას სისტემატურად და ეს დარღვევები ეხებოდა სწორედ იმ სფეროებს, სადაც სისტემური პრობლემები იყო დაფიქსირებული. ეს ეხება  შსს-ს, პროკურატურას, სასამართლოს და ასეთ ორგანოებს, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა დარღვევები. რაც გადიოდა დრო, ჩვენს საქმიანობაში გმამოვლინდა, რომ ბევრი იყო ასეთი დარღვევები. შესაბამისად, ჩვენ რომ არ ვხუჭავდით თვალს ასეთ დარღვევებზე, შესაბამისად, რეაგირებაც იყო ხელიფუსლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან” – ამბობს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველმა ყურადღება გახმაურებულ საქმეეებზეც გაამახვილა. მათ შორის, ომბუდსმენმა აფგან მუხთარლის, ჩაბუქის, რუსთავი 2-ისა და ე.წ. ციანიდის საქმეები დაასახელა:

“გახმაურებულ  საქმეებს რაც შეეხება, იყო არაერთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი კრიტიკული მოსაზრებები მოისმინა საზოგადოებამ და ასეთი არერთი  საქმე იყო, დაწყებული ტრაქტორების და კაბელების საქმეებიდან,  დამთავრებული  რუსთავი 2-ის, მუხთარლის, ციანიდის, ჩაბუქის,  ე.წ. მოსმენების და სხვა არაერთი საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ყოველთვის ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით”

სახალხო დამცველის თქმით, 5 წლის მანძილზე ომბუდსმენის აპარატმა მოამზადა 14 საკანონმდებლო წინადადება, 35 კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება/შენიშვნა, გაიგზავნა 12 საკონსტიტუციო სარჩელი.

გაიზარდა სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობაც. კერძოდ, ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2012 წელს აპარატში 4 291 განაცხადი შევიდა, 2016 წელს- 8 827, 2017 წლის ნოემბერის მდგომარეობით კი,  7 697 განცხადება.

სახახლო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 7 დეკემბერს ეწურება. ამ ვადაში უნდა მოასწროს პარლამენტმა სახალხო დამცველის ახალი კანდაიდტურის დამტკიცება, რათა ვადები არ დაარღვიოს. “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას წარადგენს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.