ახალი ამბები

საიას გამგეობის 7 წევრი აირჩიეს

27 ნოემბერი, 2017 • 2861
საიას გამგეობის 7 წევრი აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის 24–ე საერთო კრებაზე არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის 7 ახალი წევრი აირჩიეს.

2017 წლის 26 ნოემბერს გამართულ კრებაზე ახლად არჩეული წევრები არიან: ნათია კაპანაძე, სოფო ჭარელი, ნინო სუქნიძე, ირმა პავლიაშვილი, ლევან მოსახლიშვილი, თაია არაბული და ნინო ხუხუა. ორგანიზაციამ წევრებს 2017 წელს გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.


ნათია კაპანაძე – 2013 წლსიდან საიას გამგეობის წევრია. ამჟამად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი.  2012–13 წლებში იყო საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი,  მედიის სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი.


სოფო ჭარელი 2015 წლის მარტიდან მუშაობს საიას საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე. 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის თებერვლამდე  იყო საიას პროექტის- „ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ – იურისტი; 2011 წლის ივლისიდან – სექტემბრამდე გადიოდა სტაჟირებას  „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში“. 2011 წელს  ასევე იყო  თბილისის საქალაქო სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის პრაქტიკანტი; 2009 წლის დეკემბრიდან  2010 წლის ივლისამდე იყო სტაჟიორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში.


ნინო სუქნიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი 2011 წლიდან არის. იგი ასევე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.


ირმა პავლიაშვილი – 2015 წლიდან  დასაქმებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. 2008-2015 წლებში იყო  საიას საარჩევნო მონიტორინგისა და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტების იურისტი. 2012-2015 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრი. 2008 წლიდან მუშაობდა საიას საარჩევნო მონიტორინგისა და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტების იურისტის პოზიციზე. 2006-2008 წლებში მონაწილეობდა საიას სადამკვირვებლო მისიებში და იყო საიას მოკლევადიანი დამკვირვებელი; 2006-2007 წლებში იყო სსიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის აკრედიტაციის ექსპერტი; 2004-2005 წლებში მუშაობდა საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატის თანაშემწედ; 2003-2004 წლებში მუშაობდა კონსტიტუციის 42-ე მუხლში კონსულტანტად სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებზე; 2003-2008  წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ 51-ე, 167-ე და 112-ე სკოლებში  –  იურისტად და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.


ლევან მოსახლიშვილი – საიას გამგეობის წევრი 2014 წლიდან არის. იგი არის შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი იურიდიულ საკითხებში. მოსახლიშვილი მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, კორძაძის საადვოკატო ბიუროს ცენტრალური ფილიალის მენეჯერად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საჯარო ადმინისტრირების პროგრამის დირექტორად, საიას იურიდიული დახმარების ცენტრის მენეჯერად.

მასალების გადაბეჭდვის წესი