აფხაზეთში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონს ითხოვენ

აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათელა აკაბა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის საჭიროებაზე საუბრობს.

“ეს 16 დღე საინფორმაციო კამპანია უნდა ვაწარმოოთ არა მხოლოდ სოხუმში, ასევე – აფხაზეთის რაიონებში. შევხვდებით ქალთა ორგანიზაციების აქტივისტებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ უკვე გამოვეცით ბროშურა, რომელიც აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ სოციალური გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით შექნმა. სამწუხაროდ, აფხაზეთის კანონმდებლობაში ჯერ არ არსებობს იმის გაგება, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონია მისაღები. ის, რაც ოჯახებში ხდება, არავინ იცის ამის შესახებ და, შესაბამისად, პრობლემაა. თუმცა ვიცით ისეთი ტრაგიკული ისტორიების შესახებ, როგორიც იყო მამის მიერ შვილის, ძმის მიერ დის მოკვლის ფაქტები. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების არც სტატისტიკა გავქვს”, – ამბობს აკაბა რუსულ გამოცემა სპუტნიკთან საუბარში.

აქტივისტი ფიქრობს, რომ სანამ ხელისუფლებაში არ გაიაზრებენ აღნიშნული კანონის მიღების საჭიროებას, პრობლემა ვერ აღმოიფხვრება.

“ჩვენი ძირთადი მიზანია, ხელისუფლებამ გაიაზროს ეს. არ გვაქვს იმედი, რომ ეს მალევე მოხდება, თუმცა პირველ ეტაპზე გარკვეული დეპუტატების მხარდაჭერა რომ მოვიპოვოთ, გარკვეულ დროში კანონის მიღებამდეც მივალთ”.

 

ამავე თემაზე: 

ვინ და როგორ ეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს აფხაზეთში
ქალები აფხაზეთში არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და მისი დის მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი